კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ლაგოდეხის გამგებელს დაუპირისპირდა

25 ნოემბერი, 2009

სტიქიით დაზარალებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალას მაცხოვრებლები რაიონის გამგებელს, გია გოზალიშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, წყალდიდობის შემდეგ გამგებელს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, მასთან შესახვედრად გამგეობის შენობაშიც მივიდნენ, მაგრამ გოზალიშვილმა ისინი არ მიიღო.

„მომწყდით აქედანო!.. რა, ძაღლები ვართ?! ტელეფონზეც არ გვპასუხობს. ერთი-ორჯერ სოფელში ჯიპით შემოირბინა და უკანვე გავარდა. საშინელ პირობებში ვართ! ბევრმა საცხოვრებელი სახლებიდან ტალახი გახვეტა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ მოახერხა. რამდენიმე ოჯახის ეზო ისევ დატბორილია. ტექნიკა გვჭირდება, მაგრამ არავინ გვეხმარება. გზებიც დახრამულია და გადაადგილება გვიჭირს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ყველაფერი რაც გვქონდა, წყალმა წაიღო. ხალხი მშიერია“, - აცხადებენუზუნთალას მაცხოვრებლები.

ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გია გოზალიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა სოფელ მაწიმის მაცხოვრებლებსაც მიაყენა. ისინი სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუჩაში გამოსვიდნენ და საპროტესტო აქცია მოაწყვეს. გამგებელი მათ საჯაროდ დაბრმავებულებს ეძახდა.

გია გოზალიშვილის განცხადებით, მოსახლეობის სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი                        

ახალი ამბები