კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიკლინიკის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ

30 ნოემბერი, 2009

ბათუმში არსებული პოლიკლინიკის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მათი შრომითი ანაზღაურება 30-დან 100-ლარამდე მერყეობს. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალი ძირითადად ფედერალური პროგრამებიდან და შიდა სამედიცინო მომსახურებით შემოსული თანხიდან ფინანსდება. მათ შორის, 0-დან 6-წლამდე, ასევე 60-წლის ზემოთ პაციენტების სამედიცინო მომსახურება და იმუნიზაცია უფასოა.

აჭარის ჯანდაცვის პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის, შალვა მამულაძის განცხადებით, თანამშრომელთა ანაზღაურება უნდა გაიზრდოს:  „პოლიკლინიკებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი ძალიან დაბალია. ექიმები 100 ლარს იღებენ და ეს სამარცხვინო ხელფასია. თანაც ეს სავადმყოფო-პოლიკლინიკები გაიყიდა. აქამდე 100 ახალი საავადმყოფო უნდა აშენებულიყო, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა“.

„თვეში შეიძლება მხოლოდ 5 ავადმყოფი მოვიდეს. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ უბნის თერაპევტებსა და პედიატრეპზე. ანუ, მათგან გამოგზავნილი მომართვის პაციენტები შეგვიძლია, მივიღოთ. ხელფასებიც, შესსაბამისად, ძალიან დაბალი გვაქვს“, _ აცხადებენ მედიკოსები.  

პოლიკლინიკის თანამშრომელთა პრეტენზიების შესახებ #2 პოლიკლილიკის დირექტორის მოადგილე, ანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პერსონალის ანაზღაურება ფედერალური პროგრამის დაფინანსების გაზრდამდე არ მოიმატებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯამბულ სურმანიძის თქმით, პოლიკლინიკები თვითდაფინანსებაზე არიან და მათ განვითარებაზე დირექციამ უნდა იზრუნოს. მისი აზრით, პოლიკლინიკებში დაბალი ანაზღაურება არასწორი მენეჯმენტის ბრალია.

ბათუმში, სულ ექვსი პოლიკლინიკა ფუნქციონირებს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები