კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპუბლიკური პარტიის წევრი დანაშაულს აღარ აღიარებს

1 დეკემბერი, 2009

ცრუ დასმენისა და თაღლითობის მომზადების ბრალდებით დაკავებული „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული შტაბის უფროსი და რესპუბლიკური პარტიის ადგილობრვი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო ლომიძე დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც ლომიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, მანქანა მას არ დაუწვავს, მაგრამ დაკავებისას იძულებული იყო, პოლიციელებისათვის აღიარებითი ჩვენება მიეცა.

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვანო ლომიძე 2009 წლის 29 აპრილს დააკავეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლომიძე ამბობს, რომ საკუთარ მანქანას ცეცხლი „პიარის მიზნით“ თავად წაუკიდა. ლომიძეს ბრალი ცრუ დასმენასა და თაღლითობის მომზადებაში ედება, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გამოძიების დასრულების შემდეგ ვანო ლომიძემ კახეთის საოლქო პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. საქმე ყვარლის რაიონულ სასამართლოს განსახილველად აგვისტოში გადაეცა, მაგრამ პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, სოფო ხორგუანის განცხადებით, დაკავებამდე ლომიძეს ანაბეჭდები ისე აუღეს, რომ იგი არც ეჭვმიტანილად იყო ცნობილი და არც მოწმედ.

„შსს-ს მიერ დაკავებულის აღიარებითი ჩვენების გავრცელებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ვანო ლომიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თელავის პოლიციაში ჰყავდათ. ლომიძის პირველ დაკითხვას ადვოკატი არ დასწრებია“, - აღნიშნავს ხორგუანი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები