კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული მედიის ასოციაცია გაზეთ „ბათუმელებზე“ ზეწოლას აპროტესტებს

1 დეკემბერი, 2009

გაზეთ „ბათუმელებზე“ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია აპროტესტებს დამოუკიდებელ რეგიონული გამოცემების მიმართ მიზანმიმართული შანტაჟის პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და გაუსაძლისი ფსიქოლოგიური წნეხის სახე მიიღო.

„ამ პოლიტიკის ბოლო თვალნათელი მაგალითია გაზეთ „ბათუმელების“ მიმართ წამოწყებული კამპანია „მრავალფეროვანი“ მეთოდებით - დაშანტაჟებიდან გადაბირების მცდელობამდე.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საზოგადოებას, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე, კიდევ უფრო გამძაფრდებოდა თავდასხმები იმ მცირე რაოდენობის მედიასაშუალებებზე, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას პროფესიულ ვალდებულებად თვლიან. სამწუხაროდ, ჩვენს პროგნოზს, კონკრეტული შემთხვევების რეზონანსირება, სათანადო რეაგირება და მნიშვნელოვანი სოლიდარობის გამოვლენა არ მოჰყოლია.

არ გვაქვს იმედი, რომ სიმართლე ამჯერად მაინც დადგინდება, რადგან, ჩვენი ქვეყნის მკაცრად ცენტრალიზებულ მმართველობით სისტემაში „ზემოდან“ ნებართვის გარეშე არაფერი ხდება. ხოლო, მედია და ის ორგანიზაციები, რომელთა ფუნქცია მედიის დაცვაა, კონსოლიდაციასა და ეფექტური თავდაცვის მექანიზმების შექმნას ვერ ახერხებენ“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, იარსებებს თუ არა საქართველოში თავისუფალი გაზეთები, სიტყვის, გამოხატვის, მრავალფეროვანი არჩევანის თავისუფლება - დაუყოვნებლივ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება, მოვახდინოთ რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი უერთდება ასოციაციის განცხადებას და მხარდაჭერას უცხადებს გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციას. მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავს და საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მომხდარის გამოძიება“.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები