კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკო მომავალი წლის იანვრის ბოლომდე დაკომპლექტდება

7 დეკემბერი, 2009

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალი წლის იანვრის ბოლომდე დაკომპლექტდება. ამ საკითხს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის ვადებს, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონკურსის წესით შერჩეულ წევრებს უფლებამოსილება ახალი კანონმდებლობის ამოქმედებისთანავე უნდა შეუწყდეთ და პრეზიდენტმა, არაუგვიანეს 2009 წლის 30 დეკემბრისა, უნდა გამოსცეს განკარულება ცესკოს წევრების შესარჩევი კონკურისის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

პროექტის თანახმად, საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა 2010 წლის 4 იანვრიდან 8 იანვრამდეა განსაზღვრული. ხოლო 2010 წლის 8 იანვრიდან არაუგვიანეს 11 იანვრისა, საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტმაც ამავე ვადაში ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატი უნდა წარუდინოს პარლამენტს. პარლამენტმა კი, სახელობითი კენჭისყრით, ცესკოს წევრები 11 იანვრიდან 7 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტმა 15 იანვრამდე არასამთავრობო ორანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად უნდა შეარჩიოს ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი და ცესკოში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს წარუდგინოს.

არაუგვიანეს 2010 წლის 20 იანვრისა, ცესკოს სხდომა თავმჯდომარის ასარჩევად  უნდა იყოს მოწვეული, ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოში წარდგენილმა წევრებმა კი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიონ. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, სამი კანდიდტურიდან თავმჯდომარე უკვე პარლამენტმა, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა შეარჩიოს.

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

წყარო: „ინტეპრესნიუსი“

ახალი ამბები