კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კადრებს ამცირებენ, სახელფასო ხარჯს ზრდიან

7 დეკემბერი, 2009

2010 წლის ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებში მომუშავე პირთათვის სახელფასო ფონდი იზრდება. მომავალ წელს შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 11 მილიონ 414 ათას ლარს შეადგენს, რაც 2009 წელთან შედარებით მილიონ ნახევარი ლარით მეტია. თანაც, დასაქმებულთა პირთა ოდენობა 1003 პირის ნაცვლად, 982-მდე მცირდება.

ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები აპროტესტებენ. მოძრაობის წარმომადგენლის, გურამ ხოზრევანიძის თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ თანხებს წინასაარჩენოდ არამიზნობრივად ჩინოვნიკთა წასახალისებლად გამოიყენებს: „დანამატ თანხას პრემიის სახით იმ პირებს გადასცემენ, რომლებიც არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ მხარდამჭერს მიიყვანს. იმ ფონზე, როცა ვერ ხერხდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უზრუნველყოფა, საჯარო მოხელეებითვის ხელფასების ზრდა აბსურდულია“.

ხოზრევანიძის პოზიციას არ იზიარებს აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე. „კარგია, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, გაუზარდოს ხელფასები თანამშრომლებს“, - ამბობს იგი.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები