კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ცხინვალის რეჟიმისგან გიორგი არჩვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

7 დეკემბერი, 2009

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი არჩვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას  ითხოვს.

როგორც სახალხო დამცველის ოფისიდან გვაცნობეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი ქართველი მოზარდი ჰყავს დაკავებული. გიორგი არჩვაძე მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებული იყო, დაეტოვებინა მშობლიური სოფელი ბელოთი. დევნილები შავშვებში ცხოვრობდნენ.

უკვე ხუთი თვეა, გიორგი არჩვაძე ცხინვალის ციხეში იმყოფება. 5 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი და სახალხო დამცველის რწმუნებული ქალაქ გორში შეხვდნენ გიორგი არჩვაძის მამას და ძმებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გიორგი ქალაქ გორიდან 5 ივლისს გაუჩინარდა. ამ დროს იგი ჯერ კიდევ 15 წლისა იყო. გაუჩინარებიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ოჯახში დარეკა და თქვა, რომ  იმყოფებოდა ცხინვალში. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ გიორგი არჩვაძე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა.

გიორგი არჩვაძის ცხინვალის ციხეში ყოფნის  ფაქტს ადასტურებენ 2 დეკემბერს ცხინვალის რეჟიმის მიერ გათავისუფლებული გიორგი რომელაშვილი და ალეკო ციბაძეც. ალეკო ციბაძის თქმით, ის და გიორგი არჩვაძე ერთ საკანში იყვნენ.

გიორგი არჩვაძის ოჯახის ინფორმაციით, გიორგის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მას შიდა ქალის წნევა აწუხებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი არჩვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და მოუწოდებს დე ფაქტო მთავრობას, პატიმარს მოეპყრონ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გიორგი არჩვაძის გათავისუფლებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა და საზოგადოებას მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით; ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მკაცრად შეაფასოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო მოქმედებები და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პატიმარია.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები