კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჩი ცაგურია 3 მლნ ევროს ითხოვს

7 დეკემბერი, 2009

სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 7 დეკემბერს შევა განაცხადი სარჩელზე - „დაჩი ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ“. განაცხადი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ოფისში პრესკონფერენციაზე დაჩი ცაგურიამ და მისმა ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ წარმოადგინეს.

 როგორც მამუკა ნოზაძემ აღნიშნა, 15 ივნისს, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის დარბევისას და ამის შემდგომ, 30-დღიანი პატიმრობის განმავლობაში, დაჩი ცაგურიას მიმართ უხეშად დაირღვა ევროპული კონვენციის 6 მუხლი. იგულისხმება - გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, პატიმრობისას წამება და სხვა დარღვევები.

მისივე თქმით,  დაჩი ცაგურიამ, ასევე, მისმა მეგობრებმა საქართველოში არსებულ სამართალდამცავ ორგანოებს მრავალჯერ უშედეგოდ მიმართეს. მათ ერთადერთი გზა ევროპის სასამართლოსკენ დარჩათ.

როგორც დაჩი ცაგურიამ აღნიშნა, ის არ აპირებს არც ხელისუფლებას და არც უშუალოდ იმ პირებს, რომლებიც  აწამებდნენ, შეურაცხყოფა და ფიზიკური ზეწოლა შეარჩინოს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და უახლოეს მომავალში მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

დაჩი ცაგურია მიყენებული მორალური და ფიზიკური ზარალის კომპენსაციის მიზნით 3 მლნ. ევროს ითხოვს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები