კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სომხური გვარდიის შეიქმნის იდეა - გაუცნობიერებელი კეთილგანზრახვა თუ მორიგი პროვოკაცია?

8 დეკემბერი, 2009

საქართველოში შესაძლოა, სომხური გვარდია შეიქმნას. სარწმუნო ინფორმაციით, სომხური გვარდიის შექმნის იდეა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ რამდენიმე ეთნიკურ სომეხს ეკუთვნის, რომლებიც  მზად არიან, გვარდიის შესაქმნელად გარკვეული ფინანსებიც კი გაიღონ. გვარდიის შექმნის ინიციატორები ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდნენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დედაქალაქში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან მართავდნენ.

„უფრო მეტიც, როგორც თავად სომხური გვარდიის შექმნის ინიციატორები აცხადებენ, გვარდიის შექმნაზე მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თანხმობაც აქვთ მიღებული. საინტერესოა, თავად გვარდიის შექმნის მიზანი და მიზეზი. იდეის ინიციატორების თქმით, გვარდია იქმნება სწორედ იმისთვის, რომ ამ  ფორმატში ქართულ ჯარში რაც შეიძლება მეტმა ეთნიკურმა სომეხმა იმსახუროს“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო. მისივე ცნობით, ეს იდეა თავდაპირველად რამდენიმე წლის წინ დაიბადა. თუმცა, ინიციატივის გარშემო ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ.

აღნიშნული ინფორმაციის კომენტარისთვის საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარეს არნოლდ სტეფანიანს დავუკავშირდით. იგი საქართველოში სომხური გვარდიის შექმნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილისთვის ქვეყანაში ეთნიკური ნიშნით რაიმე სახით სამხედრო დანაყოფის შექმნა მიუღებელია. ისინი ფიქრობენ, რომ ვისაც ჯარში მსახურობის სურვილი აქვს, შეუძლია, ქართულ ჯარში იმსახუროს. რაც შეეხება უშუალოდ ამ იდეას, აქ შესაძლოა, რამდენიმე ვერსია არსებობდეს - ერთის მხრივ, შესაძლოა, ეს წარმოადგენდეს ცალკეული ადგილობრივი მკვიდრის გაუცნობიერებელ კერძო ინიციატივას გარკვეული კეთილგანზრახვით, ან კიდევ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას. თუმცა, არ არის გამორიცხული, არჩევნების წინა პერიოდში ეს პროცესი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერაც იყოს ინსპირირებული, რათა ეთნიკურად სომეხი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინონ“.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პირადად ჩემთვის ეთნიკური ნიშნით შეიარაღებული ფორმირებების შექმნა კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამება“, - დასძენს  სტეფანიანი. 

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი

ახალი ამბები