კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო უწყებაში საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი არ იციან

8 დეკემბერი, 2009

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველო საჯარო ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს.

სამხარეო სამმართველოს „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიმართა.

ამავე ორგანიზაციის იურისტის, ირაკლი პაპავას თქმით, ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოდან გამოითხოვეს „საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს 1998 წლის 11 თებერვლის #8/1 ბრძანებით, შპს „ასკანა“-ს 97,7% წილის გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი - კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული“.

როგორც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურიის სამხარეო სამმართველოს თანამშრომელი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, მათ ეს ინფორმაცია არა აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ.

„არადა, წესით, ეს ინფორმაცია სწორედ ამ სამმართველოს უნდა ჰქონდეს, რადგან ის არის საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს სამართალმემკვიდრე. თუმცა, აღნიშნულ სამმართველოში თუ თვლიან, რომ მათ ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ და არც უნდა გააჩნდეთ, წერილობითი პასუხი ყველა შემთხვევაში მაინც უნდა გაგვცენ და სათანადო ადრესატზე გადაგვამისამართონ“, - ამბობს პაპავა.

ამ დღეებში „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ სასამართლოს მიმართავს.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები