კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებას ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის დახმარება დაენანა

8 დეკემბერი, 2009

საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების სოციალურ დაცვაზე ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციულ პროექტად მიიჩნევენ და ალტერნატიული წინადადებით გამოდიან.

როგორც „ქრისტიან-დემოკრატმა“, მაგდა ანიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაუშვებელია, პროექტში შრომისუნარიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვა არსებობდეს. „ქრისტიან-დემოკრატების“ ალტერნატიული წინადადება სწორედ მსგავსი შეზღუდვების მოხსნას გაითვალისწინებს.

მაგდა ანიკაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს უსამართლო და დისკიმინაციულ ნორმას. კერძოდ, ყოველთვიურად სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ დაღუპული ჯარისკაცების მხოლოდ შრომისუუნარო მეუღლე და მშობლები.

„განურჩევლად შრომითი სტატუსისა, თავგანწირვის ფაქტი არ იცვლება. შრომისუნარიანია თუ არა ადამიანი, მისი ოჯახის წევრი დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, მან თავი გასწირა სამშობლოსთვის და თუ სახელმწიფოს სურს, დააფასოს ეს გმირობა, არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს! სოციალური დაცვის გარანტიები თანაბარი უნდა იყოს ყველა დაღუპულის ოჯახის წევრისთვის“, – განაცხადა ანიკაშვილმა.

ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატებს“ უკვე მომზადებული აქვთ დამატებით დანახარჯებზე დეტალური გაანგარიშება. კერძოდ, მათი ალტრენატიული წინადადება ბიუჯეტში ოთხი მილიონი ლარის დამატებას ითხოვს, რაც, ანიკაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ხარჯზე უნდა მოხდეს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები