კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა

10 დეკემბერი, 2009
შსს-ს მონაცემებით, 2009 წლის 1 იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით, კახეთში, ოჯახური ძალადობის არც ერთი ფაქტი არ არის აღრიცხული. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის მონაცემებით კი, 2009 წელს, მარტო ამ ორგანიზაციამ ოჯახური ძალადობის 9 საქმეზე იმუშავა.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, ისინი ამჟამადაც სწავლობენ ოჯახური ძალადობის ერთ-ერთ საქმეს. „მამაკაცს სხვადასხვა დროს ცოლი ისე ჰყავს ნაცემი, რომ ქალბატონს კბილები აქვს ჩამტვრეული და ცხვირი დაზიანებული. მასზე ფიზიკური ძალადობა ბოლოს 30 სექტემბერს განხორციელდა, რის შემდეგაც მსხვერპლმა მეუღლის საცხოვრებელი სახლი მიატოვა. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს ექვსი ბავშვი შეეძინათ. ამჟამად სამი ბავშვი დედასთან იმყოფება, მშობლების საცხოვრებელ სახლში, სამი ბავშვი კი - მამასთან, აუტანელ პირობებში. აქედან, ერთი ბავშვი 1 წლისაა, მეორე 3 წლის და მესამე 13 წლის. დედას არათუ ბავშვების ნახვის საშუალება არ ეძლევა, არამედ ქუჩაშიც ვერ გადის, რადგან მოძალადე ემუქრება - ცულით დაგკლავო. ამის შესახებ რაიონული პოლიცია ინფორმაციას ფლობდა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა, ვიდრე ჩვენ არ მივმართეთ წერილობით. ბავშვების მდგომარეობაზე ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომელსაც ბავშვებზე ზრუნვა ევალება, მაგრამ სააგენტო აღნიშნულ საქმეში არც კი ჩარეულა. ზოგადად,  ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის ფაქტები ძალიან გახშირდა“, - განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში. 

უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტების ცნობით, ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად სპეციალური კანონი ბევრ საშუალებას ითვალისწინებს, თუმცა კახეთში, არც პოლიცია და არც სასამართლო კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს პრაქტიკულად არ იყენებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები