კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, საპატიმროებში უკვე 38 პატიმარი შიმშილობს

10 დეკემბერი, 2009

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ცნობით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში შიმშილობა 9 დეკემბერს კიდევ სამმა პატიმარმა დაიწყო. მისივე თქმით, მოშიმშილეთა რიგებს შეუერთდნენ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი მამუკა შენგელია, აგრეთვე, მელორ ვაჩნაძე და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ექსპერტი, ვახტანგ მაისაია.

ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში 35-მა პატიმარმა შიმშილობა 8 დეკემბერს დაიწყო. ისინი ევროსაბჭოს ექსპერტებთან შეხვედრას მოითხოვენ. შიმშილობას პატიმრები სამი დღის განმავლობაში გააგრძელებენ. აქციაში მონაწილე პატიმრებს შორის არიან მუხროვანის ამბოხებისთვის დაკავებული 19 პირი, ასევე, „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, იგორ გიორგაძის მომხრეები - ზაზა დავითაია, თემურ ჟორჟოლიანი და სხვები.

სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროში პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია რამდენჯერმე გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ სიცრუე იყო.

„სასჯელაღსრულების სისტემის არც ერთ დაწესებულებაში არც ერთი პატიმარი არ შიმშილობს“, - განაცხადეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
 
სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში 38 პატიმრის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშილმა მიაწოდა. მისი განმარტებით, შიმშილობა პატიმრებმა სამი დღით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიწყეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები