კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ყველაზე მეტად ადამიანის სოციალური უფლებები ირღვევა

10 დეკემბერი, 2009
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის მონაცემებით, 2009 წელს რეგიონში ყველაზე მეტად ადამიანის სოციალური უფლებები შეილახა.

„სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა კახეთში არაეფექტურად ხორციელდება. შიმშილის ზღვარზე მისული ბევრი ოჯახი საარსებო შემწეობით ვერ სარგებლობს, რის გამოც ადამიანები თავის გადარჩენას ვეღარ ახერხებენ და იხოცებიან. მაგალითად, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ერთ-ერთი ოჯახი იმდენად გაჭირვებული იყო, რომ ზამთარში გათბობა არ ჰქონდათ და ბავშვი გაეყინათ. თავის გადარჩენის მიზნით, ბავშვები ისეთ სამუშაოზე მუშაობენ, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. იმის გამო, რომ მთელი დღეების განმავლობაში პურის ფულის შოვნით არიან დაკავებულნი, ბავშვები საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებენ. ჩასაცმელის უქონლობის გამო ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში საერთოდ ვერ დადის“, - განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში.

ცენტრის ინფორმაციით, 2009 წელს, კახეთში დაფიქსირდა საკუთრების უფლების ხელყოფის, რელიგიური შეუწყნარებლობის, პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და სხვა კანონდარღვევები.

„არაეფექტურია სასამართლო რეფორმაც. სასამართლო მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის წნეხის ქვეშ იმყოფება. სამართლებრივად არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოახდენს მოსამართლეზე ზეწოლას - პროკურორი თუ გამგებელი, მაგრამ როცა მოსამართლე იმდენად არის დაკნინებული, რომ გამგებლის ეშინია და მისი მითითებებით გამოაქვს გადაწყვეტილებები, მართლმსაჯულების განხორციელებაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები