კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკული რეცეპტი - როგორ დაიბრუნებს საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს

11 დეკემბერი, 2009

ვაშინგტონისა და მოსკოვის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი კვლავ საქართველოა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმიწფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოში ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობების განხილვისას განაცხადა.

„აშშ არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სხვა ქვეყნებსაც დაარწმუნებს, რომ ეს არ გააკეთონ“, - განაცხადა გორდონმა. ამასთან, აშშ-ის სახელწიფო მდივნის თანაშემწე არსებული პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზად საქართველოს, როგორც სტაბილური ქვეყნის განვითარებას ასახელებს და მას დახმარებას ჰპირდება.

ფილიპ გორდონმა „სამწუხარო“ უწოდა კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს მისიის შეჩერებას. „ვწუხვართ, რომ ვერ გაგრძელდა ეუთოს მისია სამხრეთ ოსეთში და გაეროს სადამკვირვებლო მისია აფხაზეთში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების წამოჭრას, ვიყენებთ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს იმ მექანიზმებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ამ რეგიონებში ვითარების მოგვარებას. ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავეხმაროთ ჩვენი ხედვის სწორად გაგებაში. ჩვენი ხედვით კი, ამ პრობლემის გადაჭრა არ მოხდება მოკლე დროსა და სამხედრო გზით. რეალური გზა მისი გადაჭრისა არის ერთი -  საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება, როგორც სტაბილურმა, აყვავებულმა და მიმზიდველმა ქვეყანამ, რათა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს მოუნდეთ საქართელოს შემადგენლობაში ყოფნა. ჩვენ კი საქართველოს ხელისუფლებას ამაში ვეხმარებით“.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები