კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სიღნაღის სკოლებში კომკავშირი დაბრუნდა“ - ამტკიცებენ „ახლები“

15 დეკემბერი, 2009

"ახალი მემარჯვენეების" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმზღვანელის მალხაზ ხუციშვილის განცხადებით, სიღნაღის რაიონში სკოლის მოსწავლეებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აწევრიანებენ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ორგაიზაციის აქტივისტები სკოლებში შედიან და ბავშვებს პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ მოუწოდებენ. სანაცვლოდ მათ დასასვენებლად ბანაკებში გამგზავრებას და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას პირდებიან.

ეს ინფორმაცია საუბრისას წნორის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებმაც დაადასტურეს.

"სიღნაღის სკოლებში კომკავშირი დაბრუნდა", - აცხადებს "ახლების" წარმომადგენელი.

ინფორმაციას უარყოფს კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე პეტრე კიკნაძე. "პირველად თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია. არ ვადასტურებ და არც ის ვიცი, ბავშვები პარტიაში როგორ უნდა გააწევრიანონ", - განაცხადა მან.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები