კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრიუსელში პოლიტპატიმრების საკითხიც განიხილება

15 დეკემბერი, 2009

16 დეკემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე დიალოგი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობას როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

„ეს არის რიგით მეორე შეხვედრა, რომელზეც წინა შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილება“, - განაცხადა კალანდაძემ. მისივე განმარტებით, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი უხელძღვანელებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტპატიმრების საკითხიც განიხილება. ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

კახა კუკავას თქმით, საქართველოში ამ დროისთვის სულ 50 პოლიტპატიმარია და მათგან რამდენიმეს საკითხი საქართველო-ევროკავშირს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე იქნება განხილული.

„ჩვენ ევროკავშირთან მუდმივი კოორდინაციის რეჟიმში ვიმყოფებით და მისთვის საქართველოში არსებული პოლიტპატიმრების შესახებ ცნობილია. ხვალინდელ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ იმსჯელებს. საუბარი შეეხება ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში აღიარებულ პოლიტპატიმრებსაც“, - განაცხადა კუკავამ.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები