კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლებს ვაუჩერების ნაცვლად პირდაპირ პოლისები დაურიგეს

16 დეკემბერი, 2009

კახეთის საჯარო სკოლებში მასწავლებლებს ვაუჩერების ნაცვლად პირდაპირ სადაზღვევო პოლისები დაურიგეს. ამის შესახებ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციებიდან გვაცნობეს.

„პედაგოგებისთვის პირდაპირ სადაზღვევო პოლისების დარიგება ნიშნავს იმას, რომ მათ აღარ აქვთ სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება. გარდა ამისა, წესით, ვაუჩერები უნდა დაერიგებინათ 15 დეკემბრის ჩათვლით. 16 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე კი პედაგოგებს უნდა შეერჩიათ სასურველი სადაზღვევო კომპანია, ვისთანაც გააფორმებდნენ ხელშეკრულებას. ახლა მათ პოლისები არჩევანის გაკეთების გარეშე დაურიგეს და დირექტორებმა კონტრაქტზე ხელი იძულებით მოაწერინეს“, - განაცხადეს პედაგოგთა პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

პროფკავშირების წარმომადგენელთა ბრალდებებს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში არ ადასტურებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები