კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თომას ჰამარბერგი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას გეგმავს

18 დეკემბერი, 2009

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების მოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას გეგმავს.

როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. კომიტეტი იუწყება, ამის შესახებ ჰამარბერგმა გუშინ, ცხინვალის რეჟიმის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრაზე განაცხადა.

ევროსაბჭოს კომისრის განცხადებით, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგული მოქალაქეების მოძიება საქართველოს ხელისუფლებასაც მოსთხოვა. 

ჰამარბერგის თქმით, დაკარგულების ოჯახებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ და თუ  ცოცხლები აღარ არიან, ახლობლებს მათი ცხედრები მაინც უნდა გადასცენ. ევროკომისარს მიაჩნია, რომ მომხდარი ობიექტურად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.

თომას ჰამარბერგმა გუშინ ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე, ასევე, განაცხადა, რომ კომისია 2010 წლის იანვრიდან დაიწყებს მუშაობას.

ევროკომისარმა ისაუბრა მარეკ დუდაევისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სხვა მოქალაქეების თაობაზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე  დააკავეს.

“ვეცდები, ამ საკითხებზე კდიევ ვიმუშავო. თუმცა, მათი გათავისუფლების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი აბსოლუტურად უარყოფითია. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამნისტირებულთა სიებში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არ შეჰყავთ”, - განაცხადა ჰამარბერგმა.

კომისრის თქმით, მუშაობს რუსეთის ორი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთი დაკავებული მოქალაქის საკითხზეც. მისი ინფორმაციით, მათ საქმეზე ამჟამად საქართველოში სასამართლო გარჩევა მზადდება.

თომას ჰამარბერგი ცხინვალში 17 დეკემბერს იმყოფებოდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები