კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ისტორიული მემკვიდრეობის“ ოფისიდან ქურდებმა წიგნები და ჟურნალისტების ჩანაწერებიც მოიპარეს

21 დეკემბერი, 2009

შსს-ს ინფორმაციით, 19 დეკემბერს გაზეთის „საქართველო და მსოფლიო“ და არასამთავრობო ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობა“ ოფისი გაქურდეს.

როგორც შსს-ში განმარტეს, არასწორია ვერსია, თითქოს ოფისი დაარბიეს. საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და დაკითხულია ოფისის დარაჯი.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ბონდო მძინარიშვილმა განაცხადა, რომ გაზეთისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი, რომელიც ამბროლაურის ქ.#166/5 მდებარეობს, დაარბიეს.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას, 03-05 საათზე მოხდა. წაღებულია ტექნიკა, ჟურნალისტების ჩანაწერები და დღიურებიც. ასევე, „ისტორიული მემკვიდრეობის“ მიერ გამოცემული კრებულის  - „უუფლებო ზონის“ ყველა ეგზემპლარი.

მძინარაშვილის აზრით, მომხდარი წარმოადგენს პოლიტიკური სახის ქმედებას, რათა შეჩერდეს გაზეთისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა. თუმცა, როგორც მძინარაშვილი აცხადებს, ეს არ მოხდება.

წყარო: „ინტეპრესნიუსი“

ახალი ამბები