კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქფეთქმრეწვის“ ტექნიკური დირექტორი - განტევების ვაცი

21 დეკემბერი, 2009

ქუთაისში „დიდების მემორიალის“ დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია „საქფეთქმრეწვის“ ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე.

ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დარსაველიძე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კერძოდ, როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, უხეშად დაირღვა კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დაცვა ხორციელდება.

ავთანდილ დარსაველიძე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლსი კოდექსის 240–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დავით საყვარელიძემ დასძინა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და დანიშნულია ტექნიური ექსპერტიზაც, რომლის შედეგადაც გადაწყდება სხვა ბრალეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად 19 დეკემბერს ორი ადამიანი - 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა დაიღუპა. მემორიალი, დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს „საქფეთქმრეწვმა“ ააფეთქა.

ოფიციალური ინფორმაციით, უბედური შემთხვევის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა, ხოლო იმერეთის გუბერნატორი ირაკლი ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

წყარო: „ინტერპესნიუსი“

ახალი ამბები