კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის ბიბლიოთეკის 40 000-მდე წიგნი სკოლის სარდაფში ლპება

23 დეკემბერი, 2009
სიღნაღის ბიბლიოთეკის კუთვნილი 40 000-მდე წიგნი სკოლის სარდაფში ლპება. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრში განაცხადეს, ქალაქში ბიბლიოთეკის განსათავსებლად საჭირო ფართი არ არის.

ამავე ცენტრის ინფორმაციით, უსახსრობის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერც წიგნების დასაბინავებლად საკმარისი თანხები გამოიყო.

სიღნაღში ბიბლიოთეკა 2007 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. ქალაქის რეაბილიტაციის დროს ბიბლიოთეკის შენობა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კომპანია `კოკა-კოლაზე~ გაასხვისა და იქ სასტუმრო განთავსდა. სიღნაღის რაიონის ცენტრალური ბიბლიოთეკის კუთვნილი 70 000-მდე წიგნი 1200-მდე ტომარაში მოათავსეს და პირველი საჯარო სკოლის სარდაფში ჩაყარეს.

2009 წლის გაზაფხულზე, ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლების აქტიურობით, გამგეობის წარმომადგენლებმა 30 000 წიგნი სარდაფიდან გაიტანეს, დანარჩენი 40 000 კი ისევ ნესტიან სარდაფში ყრია და ლპება.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალური ბიუჯეტიდან, მთელი წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვაზე იხარჯება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი      


ახალი ამბები