კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფეთქების ექო - ჯერ მხოლოდ „საქფეთქმრეწვის“ თანამშრომლებს იჭერენ

23 დეკემბერი, 2009
ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სს „საქფეთქმრეწვის“ კიდევ ორი თანამშრომელი - თენგიზ დარახველიძე და თემურ გადაბაძე დააკავა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები კომპანიის თბილისისა და ქუთაისის ბიუროების ხელმძღვანელები არიან და პასუხისმგებლები იყვნენ უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. უკვე დადგენილია, რომ უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული. კომპანიას, 8-9 მეტრი უნდა შემოესაზღვრა ტერიტორია და არა 3-4 მეტრი, როგორც ეს იყო გაკეთებული.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური ექსპერტიზა და არ არის გამორიცხული, ძიების დასრულებამდე კიდევ რამდენიმე პირი დააკავონ. ამასთან, „საქფეთქმრეწვის“ ტექნიკური დირექტორი უკვე წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფება.

კომპანია „საქფეთქმრეწვმა“ ქუთაისში „დიდების მემორიალი“ 19 დეკემბერს ააფეთქა. აფეთქებას ორი ადამიანის - დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია პარლამენტისგან „დიდების მემორიალის“ აფეთქების დეტალების განხილვას ითხოვს. დავითაიას განცხადებით, მემორიალის დემონტაჟთან დაკავშირებული ყველა საკითხი გასაიდუმლოებული იყო იქამდე, ვიდრე უბედური შემთხვევა არ მოხდა. დეპუტატს ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებების მოსმენა სწორედ ამის თაობაზე სურს.

როგორც დავითიამ განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში იგი უშედეგოდ ცდილობდა, გაერკვია, ვინ გასცა მემორიალის აფეთქების განკარგულება, ვის უნდა განეხორციელებინა ეს ბრძანება და რატომ ცდილობდნენ ძეგლის დემონტაჟს ასეთი ჩქარი ტემპით.

„მხოლოდ უბედური შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ „დიდების მემორიალის“ აფეთქების ბრძანება მხარის გუბერნატორის მიხეილ ჩოგოვაძის მიერ იყო გაცემული, მანამდე მე კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე“, - აღნიშნა დავითაიამ.

დავითაიამ აღნიშნული საკითხი გასულ კვირას პარლამენტში, სახალხო დამცველის წინაშე მისი საანგარიში მოხსენებით გამოსვლისას დააყენა. მან გიორგი ტუღუშს მიმართა შეკითხვით, დაინტერესებული იყო თუ არა ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებული საკითხებით და იმ გარემოებით, რომ ადგილი ჰქონდა ძეგლის ავტორის საავტორო უფლებების დარღვევას. მაშინ ტუღუშმა განმარტა, რომ იგი საქმეში ვერ ჩაერეოდა, რადგან საქმე კერძო დავას ეხებოდა.

„ტუღუშის ეს განმარტება აბსურდული იყო, რადგან ძეგლი კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს. „დიდების მემორიალის“ აგება თავის დროზე, ავტორს სახელმწიფომ დაუკვეთა და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს საკუთრება იყო, რომლის დემონტაჟით უხეშად დაირღვა საავტორო უფლებები“, -განაცხადა დავითაიამ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“


ახალი ამბები