კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რიკარდოს დაბადების მოწმობა მზადაა

23 დეკემბერი, 2009
Humanrights.ge –ზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები მოზარდის, რიკარდო მიხაევის ადამიანურ ისტორიას წარმოაჩენდა, თავიდანვე დიდი რეზონანსი მოჰყვა.

სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლები მიხაევების ოჯახს ეწვივნენ და საქმის ვითარება ადგილზე შეისწავლეს.

სამოქალქო რეესტრის ოზურგეთის სამსახურმა მოზარდის დედის, ფეოდორა მიხაევას მოთხოვნა ზეპირი მოსმენის საფუძველზე დააკმაყოფილა და 10 წლის რიკარდოს დაბადების მოწმობა დაამზადა. დაბადების მოწმობის გარეშე ბავშვს სკოლაში სრულფასოვანი სწავლა არ შეეძლო. იგი საკუთარ თავს და უნარშეზღუდულ დედას მათხოვრობით არჩენდა.

„რიკარდო მიხაევის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დადგინდა და დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა“, - გვითხრა სამოქალაქო რეესტრის ოზურგეთის სამსახურის უფროსმა ივანე მენაბდემ.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვარწმუნებენ, ამ პრობლემის მოგვარებით, რიკარდოს და ფიოდორას შესაძლოა, სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახების დახმარებაც დაენიშნოს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაჭირვებულ ოჯახს სიურპრიზებს ახალი წლისთვისაც ჰპირდება.

მართალია, რიკარდო მიხაევს ახლა ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, რომ თოვლის ბაბუის არსებობისა აღარც სჯერა, მაგრამ ვინ იცის... იქნებ ის სადღაც მაინც არსებობს?!

წინაისტორია, შეგიძლიათ იხილოთ:

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4358&lang=ge

 

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4399&lang=ge




შორენა ღლონტი, გურია


ახალი ამბები