კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს

23 დეკემბერი, 2009
ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 20 დეკემბერს სპორტის სასახლეში ჩატარდა. ასოციაციის კრებას 1200-მდე ადვოკატი დაესწრო.  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის ქეთი ქვარცხავა, ნუგზარ ბირკაია, დავით ლანჩავა, ზაზა ხატიაშვილი, ლევან ჯოხაძე და მამუკა მდინარაძე იბრძოდნენ.

ადვოკატების ხმათა უმრავლესობა ქეთი ქვარცხავამ და ზაზა ხატიაშვილმა მიიღეს. ამასთან, ქეთი ქვარცხავას 558 ხმა ერგო, ხოლო ზაზა ხატიაშვილმა 443 ხმა დააგროვა. „ადვოკატურის შესახებ“ კანონის მოთხოვნით, გამარჯვებულის საბოლოო გამოსავლენად მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

„ამ არჩევნებზე ბევრი დარღვევა იყო, მაგალითად რეგისტრირებული იყო 1194 ადვოკატი ხოლო 147 ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს რათა არჩევნების მონიტორინგი მოხდეს“, - ამბობს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი

 არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

თაკო ხუციშვილი


ახალი ამბები