კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭომ აფხაზეთის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა

24 დეკემბერი, 2009

ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა აფხაზეთის ციხეებსა და დროებითი დაკავების იზოლატორებში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ანგარიში საქართველოს ხელისუფლების თხოვნით გამოქვეყნდა.

კომიტეტის წევრებმა აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა 27 აპრილიდან 4 მაისამდე ადგილზე შეისწავლეს. მათ ანგარიშში შესულია აფხაზეთის სოხუმის, გალის, ტყვარჩელის, დრანდის ცეიხეებში, ასევე დრანდის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. დოკუმენტში დაწვრილებით არის მიმოხილული იქ არსებული პირობები და დაფიქსირებულია რეკომენდაციებიც.

ევროსაბჭოს კომიტეტის წევრები აღნიშნავენ, რომ აფხაზურ ციხეებში მძიმე ყოფითი და ჰიგიენური პირობებია, პატიმრებს არ აქვთ საკმარისი საკვები, არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და უფლებები, რიგ ციხეებში არ არის ელექტროენერგია. ასევე არ არის დიფერენცირებული პატიმრების განთავსება.

კომიტეტის წევრები აღნიშნული დარღვევების სასწრაფოდ აღმოფხვრის რეკომენდაციას და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების რეკომენდაციებს იძლევიან. ტყვარჩელის დროებითი დაკავების იზოლატორთან დაკავშირებით კი ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს დაწესებულება საერთოდ უნდა დაიხუროს. ევროსაბჭოს კომიტეტის შეფასებით, შედარებით უკეთესი პირობები გალის იზოლატორშია დაფიქსირებული.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები