კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დიდების მემორიალის“ აფეთქებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს სათქმელი არაფერი აქვს

25 დეკემბერი, 2009

24 დეკემბერს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. იმერეთში არსებულ პრობლემათა შორის ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებულ სავალალო მდგომარეობასა და კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა პირობებზე.

გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების პრობლემებს ადგილზე შეისწავლის.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათ შორის ქუთაისის #2 საპყრობილეში არსებულ ვითარებას რაც შეეხება, ამაზე ჩვენს ბოლო ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული და  სათანადო რეკომენდაციებიც მომზადდა“, - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

რაც შეეხება ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქებისას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ვერაფერს იტყვის, გარდა იმისა, რომ შეხვდება ქუთაისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს,  სადაც „დიდების მემორიალის“ შესახებ რამდენიმე შეკითხვას დასვამს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები