კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატამ წყალში გადაყრილ მილიონებზე დასკვნა მოამზადა

28 დეკემბერი, 2009

საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სამელიორაციო პროგრამისთვის“ გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად გაიხარჯა.

როგორც კონტროლის პალატაში განაცხადეს, დასკვნის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სისტემის რეაბილიტაციისათვის ახალი მილების ნაცვლად, მეორად ან ამორტიზებულ მილებს იყენებდნენ.

„ამიტომაც იყო, რომ მილები რამდენიმე რაიონში დაზიანდა და მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. გარდა ამისა, სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ განხორციელდა ან ისეთი ხარვეზებით და ხარჯების ზრდით შესრულდა, რომ მისი სასარგებლო შედეგის დანახვა შეუძლებელია. ამასთან, ოთხ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი 8 მილიონი ლარი დოკუმენტებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აისახა“, - ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.

სახელმწიფო ბიუჯეტით სამელიორაციო პროგრამის თავდაპირველი ღირებულება 4 800 000 ლარი იყო, მოგვიანებით კი პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით ბიუჯეტი 14 მლნ ლარამდე გაზარდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები