კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოკითხულთა 80%–მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე

28 დეკემბერი, 2009

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში განაცხადეს, კვლევა პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები საზოგადოების სამსახურში“ ფარგლებში ჩატარდა და მთელი კახეთი მოიცვა. მოქალაქეები გამოიკითხნენ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში.

„გამოვკითხეთ პედაგოგები, გლეხები, ფერმერები და ახალგაზრდები. გამოკითხვამ საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა. გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ამასთან, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობისთვის უცნობია, რა ფუნქციები აქვს საკრებულოს“, - განაცხადეს საია-ს თელავის ოფისში.

კვლევის შედეგებს არ ეთანხმება კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კვლევის შედეგები მთლად სარწმუნო არ არის. იმდენი მოქალაქე წერს რაიონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე განცხადებას, რომ შეუძლებელია, კვლევას ეს შედეგი ეჩვენებინა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კახეთში არც საკადრო ცვლილებები მომხდარა“, - აღნიშნა სიბაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები