კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის „ექსტრემისტული გადაწყვეტილება“

29 დეკემბერი, 2009

2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე თბილისში რეგისტირებული პირები დედაქალაქის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აღნიშნული პერიოდის მანძილზე თბილისში რეგისტრირებული პირები, პირადობის მოწმობის ნაცვლად მხოლოდ ბინადრობის მოწმობას მიიღებენ, რომლის საშუალებით არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ასეთია გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, ამ მოწმობების დაბეჭვდა და გაცემა, ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ამ შეთანხებას „ექსტრემისტული გადაწყვეტილება“ უწოდა. ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამორიცხავს გავცელებულ ხმებს, თითქოს ხელისუფლება რეგიონებიდან დედაქალაქში ადამიანების მასობრივად ჩაწერას იწყებს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები