კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცნაური არასამთავრობო ორგანიზაცია

29 დეკემბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო" კახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ყოველწლიურად 80 000 ლარით ფინანსდება. თითოეული მუნიციპალიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციას 10 000 ლარს ურიცხავს.

აღნიშნული თანხა 2010 წლის ბიუჯეტების პროექტებშიც არის გათვალისწინებული.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს "რეგიონალური განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა ვალერი გრემელაშვილმა განუცხადა, სააგენტო მუნიციპალიტეტების და რეგიონში მომუშავე ბიზნესმენების მიერ არის დაფუძნებული.

"მუნიციპალიტეტები არიან სააგენტოს დამფუძნებლები და შესაბამისად, თანხებსაც ისინი გვირიცხავენ. რაში ვხარჯავთ თანხებს? სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვა ღონისძიებებს ვაწყობთ. მაგალითად, სიღნაღში პიკასოს გამოფენა მოვაწყეთ", - განაცხადა გრემელაშვილმა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლევან გამსახურდიას განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტო" მათ ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარება. ყვარლის გამგებელმა ვერ დააკონკრეტა ვერცერთი ფაქტი, თუ რაში დაეხმარა სააგენტო მუნიციპალიტეტს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეიძლება, დააფუძნონ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, მით უფრო, არაკანონიერია ადგილობრივი ბიუჯეტებიდან არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება.

"კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს" ხუთი თანამშრომელი ჰყავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვალერი გრემელაშვილის ყოველთვიური ხელფასი 800 ლარს შეადგენს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები