კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხატიაშვილის მხარდამჭერი ადვოკატები ძალოვანებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

11 იანვარი, 2010

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის მხარდამჭერ ადვოკატებს ატერორებენ. ამის შესახებ კახეთის რეგიონში მომუშავე რამდენიმე ადვოკატმა  აცნობა.

მათი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებამდე კუდ-ის და სხვა ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა კახეთში მომუშავე ყველა ადვოკატი გააფრთხილეს, რომ არჩევნებში ხმა ქეთი ქვარცხავასთვის მიეცათ.

"ძალოვანებმა ადვოკატების უმრავლესობა თბილისში საკუთარი მანქანებით თავად წაიყვანეს. გვითხრეს, რომ ქვარცხავა სახელისუფლებო კანდიდატი იყო და ხატიაშვილის გამარჯვება არ უნდა დაგვეშვა. კახეთიდან კუდ-ის თანამშრომლების შეთავაზება მხოლოდ შვიდმა ადვოკატმა არ მივიღეთ, რის გამოც ხატიაშვილის მხარდამჭერებად მიგვიჩნიეს. თბილისში საკუთარი ხარჯებით ჩავედით. ძალოვანები დაგვემუქრნენ, რომ დაგვსჯიდნენ. ყველა ჩვენს კლიენტს უარს ეუბნებიან საპროცესო გარიგების გაფორმებაზე და შეღავათების მიღების სანაცვლოდ, ჩვენთან დადებული ხელშეკრულებების გაუქმებას სთხოვენ", - განაცხადეს ადვოკატებმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში კომენტარი არ გააკეთეს. 

შეგახსენებთ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები 2009 წლის ბოლოს - 27 დეკემბერს გაიმართა და მასში ხმათა უმრავლესობით ზაზა ხატიაშვილმა გაიმარჯვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი      

ახალი ამბები