კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებს, რომლებმაც პრეზიდენტის მოგზაურობა გადაიღეს, აპარატურა ჩამოართვეს

11 იანვარი, 2010

31 დეკემბერს ჟურნალისტებსა და ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ წევრებს, რომლებმაც ზუგდიდში პრეზიდენტის გადაადგილება გადაიღეს, აპარატურა ჩამოართვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი გუგა ლაგვილავა ზუგდიდიდან იუწყება, ისინი ფოტოაპარატებითა და მობილური ტელეფონებით იღებდნენ ზუგდიდში იმ ვერტმფრენის დაფრენას, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, აგრეთვე, პრეზიდენტის ესკორტის გადაადგილებას.

პოლიციამ მათ განუმარტა, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაადგილების გადაღება უკანონო იყო და აპარატურა ჩამოართვა.

ინციდენტს შსს იმავე დღეს გამოეხმაურა. სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში  პოლიციამ ადმინისტრაციული  წესით დააკავა: დათო სორდია,  ალექსანდრე  მალაშხია, ალიკა  გეთია  და  კახა მიქაია, ასევე „პრესა გეს“ ჟურნალისტი ნანა ფაჟავა და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ კორესპონდენტი ილია  ჩაჩიბაია. შსს-ს მტკიცებით,  მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა  მიაყენეს ზუგდიდის  გამგებელს  ალექსანდრე ქობალიას და დააზიანეს მისი ავტომანქანა. ასევე, სიტყვიერი  შეურაცხყოფა  მიაყენეს ზუგდიდის  პოლიციის თანამშრომლებს.

„დაკავებულებთან დაკავშირებით პოლიცია სასამართლოს  მიმართავს  შუამდგომლობით, რათა მათ სასჯელის სახით შეეფარდოთ ჯარიმა, ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა. მეორე მხრივ, პოლიცია მოუწოდებს ყველას, მათ შორის -  ჟურნალისტებსაც, რომ თავიანთი ქმედებები მოაქციონ  კანონის  ჩარჩოებში  და  იყვნენ კანონმორჩილნი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები