კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორელების დოკუმენტების რუსულად დამოწმება გრძელდება

20 იანვარი, 2010

ცხინვალელი ნოტარიუსი ახალგორში აგრძელებს ახალგორის რაიონის მოსახლეობის ქართული პირადობის მოწმობების რუსული ასლების დამოწმებას. ამის შესახებ ახალგორის მოსახლეობა იტყობინება.

„ვინაიდან დამოწმებული ასლების გარეშე რაიონში შემოსვლას ვეღარ შევძლებთ, ნოტარიულად დამოწმების მსურველი რაიონში საკმაოდ ბევრია. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცხინვალელი ნოტარიუსი მუშაობას დღესაც გააგრძელებს. ვამოწმებინებთ როგორც პირადობის მოწმობებს, ისე ბავშვების დაბადების მოწმობებს“, - განაცხადეს ახალგორელებმა.

მათივე ინფორმაციით, ქართული დოკუმენტების დამოწმებულ რუსულ ასლებს შეამოწმებენ როგორც რუსულ, ისე ოსურ ბლოკ-პოსტებზე.

„ამასთან, როგორც ამ პოსტებზე აცხადებენ, ნოტარიულად დამოწმებული ასლების ქონის შემთხვევაში, ახალგორის რაიონში შესვლას საქართველოს სხვა რაიონებისა და ქალაქების მაცხოვრებლებიც შეძლებენ“, - აცხადებენ ახალგორელები.

რუსი მესაზღვრეების მოთხოვნით, 20 იანვრიდან ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლისას რაიონის მოსახლეობამ ქართული პირადობისა და დაბადების მოწმობების ნოტარიულად დამოწმებული რუსული ასლები უნდა წარადგინონ. ამის მიზეზად რუსი სამხედროები და ცხინვალის რეჟიმი რუსი მესაზღვრეების მიერ ქართული ენის არცოდნას ასახელებენ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები