კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გივი თარგამაძე: „300 კაცი დონეცკში მართლაც ჩავიყვანეთ“

20 იანვარი, 2010

გივი თარგამაძე აცხადებს, რომ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ხშირად საუბრობს და ამ საუბრებს ზეპირად არ იმახსოვრებს.

 ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავადაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო მერაბიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც უკრაინულ პრესაში გამოქვეყნდა.

„ძალიან ხშირად ვსაუბრობ ვანო მერაბიშვილთან და არ ვიცი, როდის რა საუბარი მქონდა. 300 ადამიანი ტექნიკურ საკითხებზე ჩვენ მართლაც ჩავიყვანეთ დონეცკში და ეს დამალული ფაქტი არ ყოფილა“, - აღნიშნა თარგამაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის უმაღლეს სათათბიროში „რეგიონების პარტიის“ ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ აქვს გივი თარგამაძის რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი და დეპუტატებს მათი მოსმენა მოსთხოვა.

„საღმა აზრმა გაიმარჯვა და დეპუტატებმა ამ ჩანაწერების, თუ ჩანაწერის მოსმენა არ ისურვეს. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მობილურით ინტენსიურად ვსარგებლობ და თუ ვინმეს ძალიან აინტერესებს ჩემი პირადი საუბრების მოსმენა, უსმინოს. ვთვლი, რომ ახლა უკრაინას გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე კონცენტრირება სჭირდება, ვიდრე ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე დროის კარგვაა“, - განაცხადა თარგამაძემ. 

ქართველი დეპუტატის აზრით, უკრაინამ სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს კურსი, რომელიც  დემოკრატიული სამყაროსკენ წაიყვანს.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი „რეგიონების პარტიიდან“ ვლადიმერ სივკოვიჩი ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და პარლამენტარ გივი თარგამაძის, ასევე, თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.

დეპუტატ სივკოვიჩის თქმით,  ჩანაწერი, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი უკრაინა“ აქვეყნებს, ამტკიცებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნები უკრაინაში 2 000 დამკვირვებლის ჩაყვანას საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისთვის გეგმავდნენ.

 გამოქვეყნებულ ჩანაწერის მიხედვით, ვანო მერაბიშვილი გივი თარგამაძეს ეუბნება: „შენ დაურეკე იულიას და სხვებს. როგორ ჩამოვიყვანო მანდ 1000 კაცი? შენ მათ უთხარი მეორე ტურისთვის თვითმფრინავები მოამზადონ, უკრაინაში რეისებს საერთოდ ხომ არ გააუქმებენ. 200-300 კაცის გამოგზავნა მინდა და ამის მოხერხება ჩვენი თვითმფრინავებით რთულია“.

სივკოვიჩი აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან აიღო. თუმცა ეს ჩანაწერები აქვთ უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურასაც.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით იულია ტიმოშენკოს ბლოკში კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები