კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაულუქავი მტკიცებულებები წარმოადგინა

25 იანვარი, 2010

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაულუქავი მტკიცებულებები წარმოადგინა. როგორც მაისაიას ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, კომპიუტერი, რომელიც დაკავებულის სახლიდან ამოიღეს, ადგილზევე დაილუქა, მაგრამ სასამართლომ იგი დაულუქავად წარმოადგინა.

„ნივთმტკიცების სახით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახლიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებული კომპიუტერი ამოღებისთანავე  დაილუქა, რაც მისი მეუღლისა და მეზობლის მიერ ხელმოწერითაა დამოწმებული. თუმცა, სასამართლომ 22 იანვარს გამართულ სხდომაზე ის დაულუქავი ფორმით წარმოადგინა. ამიტომ დაცვის მხარემ აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოვითხოვეთ. თუმცა, სხდომის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ჩემთვის სრულიად გაუგებარი რამ მოხდა: სასამართლოდან დაგვიკავშირდნენ, რომ დავრუნებულიყავით. ადგილზე როცა მივედით, აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ზვიად ესებუამ მტკიცებულებათა დაცვის მოტივით, მათი ადგილზე დალუქვა გადაწყვიტა, რაზეც მაისაიას დაცვის მხარემ კატეგორიული უარი განვაცხადეთ, ნატოში საქართველოს ყოფილი სამხედრო ატაშეს, ირაკლი ბახუტაშვილის სახაზინო ადვოკატმა კი ოქმს ხელი მოაწერა“, - განაცხადა კორკოტაძემ.

მისივე თქმით, 25 იანვარს დაცვის მხარე სამ შუამდგომლობას დააყენებს: „1) აღნიშნული ნივთმტკიცებულება დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი; 2) მოსამართლე ზვიად ესებუას აცილებას მოვითხოვთ, რადგან ის აშკარად დაკვეთით მოქმედებს; 3) მოვითხოვთ მტკიცებულებათა დაცვას“, - განმარტა კორკოტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წლის 5 მაისს დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები