შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომელი დავით კობახიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მიერ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი დავით კობახიძე მიცემული იქნა დისციპლინარულ პასუხისგებლობაში და განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მათივე ინფორმაციით, 2007 წლის 28 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით კობახიძემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ნიკოლოზ შაფაქიძეს. აღნიშნული ქმედების ვიდეო მასალა გავრცელდა, როგორც ელექტრონულ მედიაში ასევე ტელევიზიით.
„ინტერპრესნიუსი“