კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის ხელისუფლებას „ცნობილი კრიმინალი“ ვატო ყიფიანი და მისი ძმა - კონსტანტინე ეხმარება

26 იანვარი, 2010

მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართული კრიმინალური სამყაროს „ბოსად“, მკვლელად და ქილერად არაერთხელ გამოცხადებული ყიფიანი სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით - იარაღის უკანონო ტარების გამო იხდიდა, რის გამოც, მას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ვატო ყიფიანი სააკაშვილის ხელისუფლებამ ე. წ. უდოს წესით გააათავისუფლა. ყიფიანის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 25 აგვისტოს მიიღო.

ყიფიანის ადვოკატის, ეკა სურგულაძის განმარტებით, გათავისუფლებისას მსჯავრდებულს საპატიმრო ვადის ამოწურვამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ვახტანგ ყიფიანმა უკანონო პატიმრობაში 3 წელი და 6 თვე გაატარა, ჩვენ არ ვაღიარებდით მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მე ხელთ მაქვს თავად ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის დასკვნა, რომელიც ამას ადასტურებს, მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით და იგი 25 აგვისტოს ე.წ. უდოს წესით გაათავისუფლეს“, - განაცხადა სურგულაძემ.

მცდელობის მიუხედავად, ვატო ყიფიანის ციხიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მოწოდებას  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ თავი აარიდა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხათუნა კალმახელიძის უწყებაში ჟურნალისტების სრული იგნორირება ხდება.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს, იგი ამჟამად თურქეთში იმყოფება, როგორც ადვოკატი ეკა სურგულაძე აცხადებს - სამკურნალოდ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პატიმრობის პერიოდში ვატო ყიფიანი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთ-საქართველოს ომის დროს დატყვევებულთა და დაღუპულთა გაცვლის პროცესში ციხიდან ეხმარებოდა და ასევე ციხიდან,  რუს გენერალთან, ბორისოვთან თანამშრომლობდა. ბოლო დროს კი ყიფიანების გვარი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე  ამოტივტივდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი გივი თარგამაძე ვატო ყიფიანის ძმას, კონსტანტინე ყიფიანს დაუკავშირდა და ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა.

უკრაინულ სკანდალთან დაკავშირებით ვრცელი სიუჟეტი ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ გავიდა. ნანა ლეჟავას გადაცემაში ნათქვამი იყო, რომ დონეცკში მცხოვრები კონსტანტინე ყიფიანი საქართველოში ბიზნესს აწარმოებს და თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სწრაფი კვების ობიექტების „ნიკალას“ მფლობელია. სიუჟეტში ასევე ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ კონსტანტინე ყოფიანი ცნობილ კრიმინალებთან ლაშა შუშანაშვილთან და შაქრო კალაშოვთან ახლო კავშირშია და მათთან მეგობრობს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები