კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსტანტინე გამსახურდია: „ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც გადაიხადეს“

26 იანვარი, 2010

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც გადაიხადეს. ამის შესახებ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელ კონსტანტინე გამსახურდიასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანს შორის 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, „ირკვევა, რომ გამსახურდიას თვითმკვლელობა სიმართლეს არ შეესაბამება და იგი მოკლეს“.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რომელზეც გაირკვა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს და მის წინააღმდეგ განხორციელებული დევნაც მაშინდელი ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა. გაირკვა ასევე ისიც, რომ მის ლიკვიდაციაში გარკვეული თანხაც კი გადაიხადეს", - განაცხადა დეპუტატმა, თუმცა შეხვედრის დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა. თავად კიტოვანს კი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

კონსტანტინე გამსახურდია კომისიის წევრებთან - ბეჟან ხურციძესთან და ექსპერტის რანგში მიწვეულ მიხეილ ოსაძესთან ერთად რუსეთში ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნების - შოთა კვირაიას, თენგიზ კიტოვანის და „ინტერპოლის“ მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის მოსმენის მიზნით ჩავიდნენ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები