კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბავშვზე ზრუნვის სამსახურს გულგრილობაში ადანაშაულებს

26 იანვარი, 2010

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის განყოფილების ბავშვზე ზრუნვის სამსახურს გულგრილობაში ადანაშაულებს.

როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, გელა მთივლიშვილმა განაცხადა, ყვარლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მოძალადე მეუღლე, ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო სახლიდან გაქცეულ ცოლს მცირეწლოვანი ბავშვების მონახულების უფლებას არ აძლევს.

„ქმარმა მეუღლე ისე სცემა, რომ მას ცხვირი და კბილები აქვს დამტვრეული. მოძალადე მსხვერპლს, მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, მოკვლით ემუქრებოდა. ძალადობის მსხვერპლი იძულებული გახდა, მოძალადის სახლი მიეტოვებინა და საცხოვრებლად თავის მშობლებთან გადასულიყო. ოჯახური ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია ყვარლის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეიტყო, მაგრამ დანაშაული დამალა, რადგან მომხდართან დაკავშირებით სამმართველოში არ განუცხადებია. ძალადობის მსხვერპლმა დახმარებისათვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისს მიმართა. ჩვენი საჩივრის საფუძველზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო და მოძალადე ქმარი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. დაკავებულს ყვარლის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ჩ-შვილებს 6 შვილი ჰყავთ. აქედან, აქედან 4 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის დედასთან მხოლოდ 3 ბავშვი იმყოფება. დანარჩენი 3 ბავშვი კი მამის საცხოვრებელ სახლში რჩება. მამასთან დარჩენილი ბავშვებიდან ერთ-ერთი 1 წლის არის. 7 კვ.მ ოთახში 7 ადამიანი ცხოვრობს. ბავშვები უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფებიან“, - აღნიშნავს უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ბავშვებთან დაკავშირებით მათ რეაგირებისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის განყოფილებას მიმართეს, თუმცა სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახური ამ საკითხით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები