კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლდანის საპყრობილეში პატიმარი სცემეს

27 იანვარი, 2010

გლდანის მე-8 საპყრობილეში ციხის ზედამხედველებმა პატიმარი დანიელ დენისევიჩი სცემეს. ამ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი  ეკა ქობესაშვილი ადასტურებს, რომელმაც 25 იანვარს პატიმარი პირადად მოინახულა.

„პატიმარს შუბლზე და თვალის არეში ჩალურჯებები ჰქონდა. მის ცემას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია. უბრალოდ  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და როცა ამის მიზეზი იკითხა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას არ უნდოდა  ამ ფაქტის გახმაურება, მაგრამ როცა განვუმარტე, რომ ამაზე რეაგირება იყო საჭირო, დამთანხმდა“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

დანიელ დენისევიჩი ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, ასევე -  273-ე მუხლის საფუძველზე  დამნაშავედ სცნო. მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა ედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განაჩენით,  მსჯავრდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  2009  წლის 20 ნოემბრის  „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.3 მუხლის თანახმად, დანიელ დენისევიჩს სსკ-ის 273-ე მუხლით   დანიშნული სასჯელი -1 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და საბოლოო სასჯელის ზომად 8 წელი და 6 თვე მიესაჯა.  ამჟამად განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

დანიელ დენისევიჩის ადვოკატის ინფორმაციით, ეს პატიმრის ცემის პირველი შემთხვევა არ არის. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები ადრეც ყოფილა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს. ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფი კი პატიმრის მდგომარეობას ადგილზე უნდა გაეცნოს, რათა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ ფაქტზე ინფორმაციას  საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწვდის.

თაკო ხუციშვილი

ახალი ამბები