კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოლაპარაკების კიდევ ერთი უშედეგო რაუნდი ჟენევაში

29 იანვარი, 2010

28 იანვარს ჟენევის მოლაპარაკებების მე-9 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, უსაფრთხოების დოკუმენტზე მსჯელობა 8 საათს გაგრძელდა. საბოლოოდ კი, რუსულმა მხარემ მის მიღებაზე უარი თქვა და საკითხის შემდეგი რაუნდისთვის გადატანა მოითხოვა.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, გიგა ბოკერიას თქმით, როგორც კი საუბარი იწყება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციაზე და ამისთვის წინაპირობის შექმნაზე, საქართველოს დელეგაცია მაშინვე რუსეთის  ხისტ პოზიციას აწყდება. მისივე თქმით, რუსეთს მინიმალურ ნაბიჯზე წამოსვლაც კი არ სურს.

უსაფრთხოების დოკუმენტს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი იწუნებს და ევროპელებს იმას საყვედურობს, რომ „მათ ვერ გაიგეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკებია“.

მოლაპარაკების მე-9 რაუნდზე ქართული მხარისთვის პრიორიტეტული იყო უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.

დელეგაციის ჟენევაში გამგზავრებამდე სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა განაცხადა: „ჩვენ დავაყენებთ რუსი მესაზღვრეების საერთაშოროსი საპოლიციო ძალებით ჩანაცვლების საკითხს. შევეცდებით, მხარეებს ავუხსნათ, რატომ არის ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აუცილებელი. ასევე ვიმსჯელებთ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე“.

საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით კი, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასაც განიხილავენ. „ჩვენ მოვისმენთ ამ შეთანხმების ვარიანტებს, რომლებსაც თანათავმჯდომარეები წარმოადგენენ. ჰუმანიტარულ ჯგუფში გაგრძელდება დევნილების დაბრუნების საკითხზე მუშაობა“, - განაცხადა უტიაშვილმა

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი 30 მარტს შედგება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველისა“ და „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები