კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს „თალიბების“ წინააღმდეგ დახმარებას სთავაზობს

1 თებერვალი, 2010

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სთავაზობს, ნატოს ძალებმა ქვეყნის ტერიტორია ავღანელი „თალიბების“ წინააღმდეგ დარტყმისთვის გამოიყენოს. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის მზად არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხომალდებს საქართველოს საზღვაო პორტების გამოყენების უფლება მისცეს, აეროდრომები კი, ნატოს სამხედრო თვითმფრინავებმა საწვავით შევსებისა და ტექნიკური  მომსახურებისთვის გამოიყენონ.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისი იდეის რეალიზება არ გამოიწვევს მოსკოვის გაღიზიანებას, რადგან რუსეთი თვითონ არის დაინტერესებული ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებაში.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ში იციან საქართველოს პირველი პირის შეთავაზების შესახებ, თუმცა ეს შეთავაზება დეტალურად არ შეუსწავლიათ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები