კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღეს თბილისში არსებული ყველა ბაზრობა გაიფიცება

1 თებერვალი, 2010

მოსახლეობა საპროტესტო აქციისთვის ემზადება, დღეს თბილისში არსებული ყველა ბაზრობა გაიფიცება, 2 თებერვალს კი ბაზრობებისა და სუპერმარკეტების წარმომადგენლები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოვაჭრეები იმ საგადასახადო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც ძალაში დღეიდან შედის და რომელიც მოსახლეობისთვის კაბალურად მძიმეა. ახალი საგადასახადო ცვლილებების მიხედვით, მოვაჭრემ ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები უნდა გაამზადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 5 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. "ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს. 1 თებერვლიდან აპირებენ იმ ცვლილების ამოქმედებას, რომელიც მათ ჩვენი დაჯარიმების შესაძლებლობას აძლევს. დღეს არ ვიმუშავებთ, 2 თებერვალს პარლამენტის წინ შევიკრიბებით და თუ ჩვენი აქცია უშედეგოდ დასრულდება, მაშინ პროტესტის სხვა ფორმებსაც მივმართავთ", - განუცხადეს "პირველს" მოვაჭრეებმა. აღსანიშნავია, რომ მოვაჭრეობის პროტესტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უერთდებიან. დღეს "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი ვაგზლის მოედანზე, ე.წ. ძველი კიდობნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებთან ერთად საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. "ეს ხალხი ვერც ერთი დღე ვეღარ მოიცდის. ხელისუფლება მათ იძულებით გაფიცვის მდგომარეობაში აყენებს. დღეს მერიაში აქციის გამართვასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანას ვაპირებდით, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ადამიანები 5 დღე ვერ დაელოდებიან, როდის მოვლენ და როდის დააჯარიმებენ. ამიტომ,  დღეს, 12:00 საათზე ვაგზლის მოედანზე, ე.წ. ძველი კიდობნის მიმდებარე ტერიტორიაზე გავმართავთ საინფორმაციო ბრიფინგს, სამშაბათს კი, 14:00 საათზე პარლამენტის წინ შევიკრიბებით. არ შეიძლება ხელისუფლება საკუთარ ხალხს ასე ექცეოდეს", - განაცხადა "პირWელთან" საუბარში "ხალხის პარტიის" ლიდერმა. სააგენტოს ინფორმაციით, ბაზრობებისა და სხვა სავაჭრო დაწესებულებების წარმომადგენლების აქციას პარლამენტის წინ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები