კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ტელეიმედის“ მფლობელი არაბული „რაკიინი“ არ არის

5 თებერვალი, 2010

არაბული ინგლისურენოვანი  გამოცემა „ნეიშენალის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი არაბული კომპანია „რაკიინი“ არ არის. სტატიაში აღნიშნულია, რომ „რაკიას“ მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ყიდვის ფაქტი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს.

კომპანიის აღმასრულებელი   დირექტორი გამოცემასთან ინტერვიუში უარყოფს, რომ „რაკიინმა“ ტელეკომპანია „იმედი“ იყიდა. „რატომ ვიყიდდი მე ტელევიზიას საქართველოში? ეს პატარა ქვეყანაა. რისთვის უნდა დამჭირდეს იქ სატელევიზიო სადგური?“ - აცხადებს საინვესტიციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰატერ მესედი.

მისივე თქმით, RAK Georgia Holding-ი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელად არის გამოცხადებული, რეალურად ქართული კომპანიაა და საერთო არაფერი აქვს არაბულ საინვესტიციო კომპანია „რაკიინთან“.

„საქართველოში არის ვიღაც, ვინც შექმნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით  - RAK Georgia Holding. ეს კომპანია მართლაც არსებობს, მაგრამ ჩვენ მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. პრობლემა ის არის, რომ მე სახელწოდება RAK, როგორც ბრენდი, არ დავარეგისტრირე“, - განაცხადა მესედიმ.  

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები