კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა შემოდგომისთვის დასრულდება

5 თებერვალი, 2010

საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა შემოდგომისთვის დასრულდება.
ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე მზად იქნება კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პარლამენტმა, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მიიღოს.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა დროებითი, ე.წ. გარდამავალი პერიოდის დასრულება და კონსტიტუციის ევროპული ვარიანტის მიღება. „კონსტიტუციის პროექტში ძალიან ბევრი ცვლილება შევა, ვენეციის კომისიის მთავარი გზავნილია ეფექტიანი და შედეგიანი კონსტიტუციის მიღება“, - განაცხადა დავთანდილ დემეტრაშვილმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა, თავდაპირველად, გასული წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. მოგვიანებით, თარიღმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადმოიწია, ამჯერად კი, როგორც ირკვევა, პროექტის საბოლოო ვარიანტის მიღება შემოდგომისთვის იგეგმება.

ქვეყნის ახალი კონსტიტუცია ძალაში მას შემდეგ შევა, როცა უკვე დასრულებულ ვარიანტს ვენეციის კომისია განიხილავს და თავის დასკვნას მოამზადებს. ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაზე 1993 წლიდან მუშაობს.

4 თებერვალს ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების ძირითადი ნაწილი შეთანხმდა, რომ დებატები, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში ახალ კონსტიტუციაზე მუშაობისას მიმდინარეობს, საჯარო უნდა გახდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგმა ანდრო ბარნოვმა განუცხადა. მისი თქმით, საჭიროა, ხალხმა გაიგოს, რა საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა და თავადაც ჩაერთოს ამ პროცესში.

„თუ გვინდა, ხვალ გვქონდეს დემოკრატიული ქვეყანა, უნდა დაიძლიოს საზოგადოების არასათანადო მზადყოფნის პრობლემა. დებატები უნდა გამოვიდეს კომისიის გარეთ და ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები