კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინაში „იმედის“ ჟურნალისტი დააკავეს

5 თებერვალი, 2010

უკრაინაში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ზურა ხვისტანი დააკავეს. ხვისტანი კიევში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის გასაშუქებლად ჩადიოდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს და ამჟამად სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც თავად ხვისტანი აცხადებს, მისთვის ახსნა-განმარტება არავის მიუცია და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ „მას უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს“.

ხვისტანის ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავების იზოლატორში რამდენიმე ადამიანი იმყოფება და ოთხში „ძალიან დიდი სიბინძურეა“.

რაც შეეხება ტელეკომპანიის ოპერატორს, იგი უკრაინაში უპრობლემოდ შეუშვეს. საქმის შესწავლაში უკვე ჩართულია უკრაინაში საქართველოს საელჩო.

ხვისტანი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურს დონეცკიდან აშუქებდა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები