კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს იკვლევს

9 თებერვალი, 2010

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტ მადონა ბატიაშვილზე ზეწოლის ფაქტს იკვლევს. როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განაცხადეს, მათ ფაქტის თვითმხილველებს ახსნა-განმარტებები უკვე ჩამოართვეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვითმხილველმა არ უარყო, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, მაია ბიტარაშვილი ჟურნალისტ მადონა ბატიაშვილს მუშაობაში ხელს უშლიდა.

„ამ დროისთვის საქმის შესწავლა დასრულებული არ გვაქვს. როგორც დავასრულებთ, დაწვრილებით ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ. საჭიროების შემთხვევაში რეაგირებისათვის შესაბამის პირებს ან ორგანოებს მივმართავთ“, - აღნიშნეს უფლებადაცვითი ორგანიზაციაში.

რადიო „ჰერეთის“ ცნობით, მის კორესპონდენტს - მადონა ბატიაშვილს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი 23 იანვარს შეუშალეს. „თოქ-შოუში „ხმა“ განსახილველი თემა გურჯაანის რაიონის ოსურ სოფელში, ყიტაანში არსებული პრობლემები იყო. რაიონული გამგეობის თანამშრომელი მაია ბიტარაშვილი მადონა ბატიაშვილს სწორედ ყიტაანში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაემუქრა. ჩინოვნიკმა ჟურნალისტს ჯერ სოფლის დატოვება მოსთხოვა, შემდეგ გააფრთხილა, რომ მეორედ იქ აღარ ჩასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა. ამასთან, გამგეობის წარმომადგენელი ჟურნალისტთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებდა, გამგებლის საწინააღმდეგო ეთერში არაფერი ეთქვათ, რის გამოც პირდაპირი ჩართვა გარკვეული ხნით შეფერხდა“, - იუწყება რადიო  ჟურნალისტზე დაყრდნობით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები