კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გივი თარგამაძე, შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ

9 თებერვალი, 2010

საქართველოს ხელისუფლებაში სახელისუფლებო გუნდის გავლენიანი წარმომადგენლის, გივი თარგამაძის მიმართ უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ დღის წესრიგში მის მიერ თანამდებობის დატოვების  საკითხი დადგეს, თუმცა ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ კულუარულად საუბრობენ.

უკრაინაში განხორციელებულმა წარუმატებელმა სადამკვირვებლო მისიამ, რომელსაც სათავეში სწორედ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი თარგამაძე ედგა, ყველაზე მეტად საპარლამენტო უმრავლესობა აღაშფოთა. აღშფოთების მიზეზი კი არა მხოლოდ საკითხის პოლიტიკური მხარე და ის უხერხული მდგომარეობაა, რაშიც საქართველო ამ ოპერაციის წარუმატებლობის გამო აღმოჩნდა, არამედ საკმაოდ სოლიდური თანხაც, რომელიც, როგორც კულუარებში ამბობენ, ამ კამპანიისთვის გამოიყო და ფაქტობრივად, წყალში ჩაიყარა.

მიუხედავად იმისა, რომ კოლეგები თარგამაძის ღია კრიტიკისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, პარლამენტში არაოფიციალურ დონეზე უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული სკანდალის გამო უმრავლესობა თარგამაძისთვის პასუხის მოსათხოვნად ემზადება და ეს პასუხი შესაძლოა, მისი თანამდებობიდან გადაყენება იყოს.

აღსანიშნავია, რომ თარგამაძე საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ გამოჩენილა. რიგი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, ზოგიერთის მონაცენებით კი, თარგამაძე ახლაც კიევშია.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები