კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტის განცხადებას კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიისადმი ცინიკურ გამოვლინებად აფასებს

11 თებერვალი, 2010

რესპუბლიკური პარტია მცხეთაში პლაჟების მოწყობის თაობაზე პრეზიდენტის განცხადებას კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიისადმი ხელისუფლების მორიგ ცინიკურ გამოვლინებად აფასებს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც საქართველოს რესპუბლიკური პარტიის კულტურის კომისიამ გაავრცელა.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა უძველეს ქალაქ მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავში გასართობი ცენტრის (აუზი, პლაჟი) მოწყობის შესახებ, ქვეყნის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიისადმი ხელისუფლების მხრიდან მორიგი ცინიკური გამოვლინების მაგალითია.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ მტკვრისა და არაგვის შესართავია ის ადგილი, სადაც ქართველთა განმათლებლის, მოციქულთა სწორის წმიდა ნინოს მიერ მოხდა ქართველთა მასიური ნათლობა IV საუკუნის 20-იან წლებში. ამდენად, ამ ადგილს საქართველოს ისტორიაში ენიჭება სრულიად უნიკალური მნიშვნელობა და ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ საქართველოში არსებობს გამორჩეული ღირებულებების მქონე სიწმინდეები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გადაქცევა გართობის ობიექტებად“, - ნათქვამია გნცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია „იუნესკოს“ გადაწყვეტილებაზე, როდესაც 2009 წლის ივნისში მცხეთის ისტორიული ძეგლები შეტანილი იქნა ამ ორგანიზაციის საგანგებო ნუსხაში  - „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია“.

„ეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, სწორად განკარგოს ჯვრის ტაძრის სიახლოვეს არსებული მიწის ნაკვეთები და მათი გამოყენება მოხდეს ისე, რომ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე არქიტექტურულ ძეგლს ზიანი არ მიადგეს. პრობლემის მოგვარების საპირისპიროდ კი პრეზიდენტის მორიგი ინიციატივა აკნინებს მცხეთის, როგორც საქართველოს სულიერი დედაქალაქის ზოგადნაციონალურ მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ მოითხოვს, შეწყდეს ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ქვეყნის სიწმინდეების მიმართ და მოუწოდებს საზოგადოებას წინ აღუდგეს ეროვნული იდენტობის შეურაცხყოფის მსგავს გამოვლინებებს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები